ბოლნისის სიონმა შინ 1:0 აჯობა თბილისის საბურთალოს და ბოლო ორი შეხვედრა მოგებით დაასრულა. ძმებმა გაითამაშეს კომბინაცია: ლუკა ხორხელმა გაიტანა ნიკა ხორხელის პასით - 1:0.
სიონი ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო საბურთალო მეხუთე პოზიციაზე დარჩა. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა... ისე, საბურთალოს ბოლო 4 ტურია არ მოუგია.
დილა შინ აგებდა ლოკომოტივთან, მაგრამ 4:1 იმარჯვა. თბილისელები ირაკლი ჭიაბრიშვილის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ პირველივე ტაიმში პაატა ღუდუშაურმა გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი ვაგნერ გონსალვესმა სამი გოლი გაუტანა ლოკომოტივს - 4:1.
7 გოლი დაუგროვდა ვაგნერ გონსალვეშს. ვაგნერს აქამდე 4 მატჩში 4 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
დილა მეოთხე ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლოკომოტივი 16 ტურის შემდეგ უქულოდაა ბოლო საფეხურზე...
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი