კალენდარი

ხუთშაბათი, 18 ივნისი

ორშაბათი, 22 ივნისი

სამშაბათი, 23 ივნისი

ოთხშაბათი, 24 ივნისი

შაბათი, 8 აგვისტო

ახალი ამბები

93-ე წუთი... ტორპედომ გაგრას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისში ტორპედომ გაგრას უმასპინძლა და 1:0 მოუგო...

ტორპედო 1:0 გაგრა 

ტორპედომ გაგრას სძლია.  ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე გავიდა... საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ბექა ვაჩიბერაძემ ჩააწოდა და გაგრას წამყვანმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ ავტოგოლი გაიტანა. ბურთი ცუდად აეჭრა ფეხიდან და 1:0.

ქუთაისელებმა წლეულს პირველად ითამაშეს კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა გუნდში დაბრუნების შემდეგ. გაგრამ კი ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. ადგილებს რაც შეეხება, ტორპედო მეშვიდეზეა, გაგრა კი - მერვეზე.

მე-16 ტურის დარჩენილი ორი მატჩი 27 მაისს გაიმართება:

სიონი - საბურთალო 

დილა - ლოკომოტივი