კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

მე-15 ტური: ზედა სამეულის გუნდები იგებენ... დინამო ბათუმიც, დინამო თბილისიც, სამგურალიც

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის სამი მატჩი. ლიდერთა სამეულის წარმომადგენლებმა სამ-სამი ქულა მოიპოვეს: დინამო ბათუმმაც, დინამო თბილისმაც და სამგურალმაც, რომელსაც საოცარი სერია აქვს...

სამგურალი 3:0 ტორპედო

წყალტუბოს სამგურალმა შინ 3:0 სძლია ქუთაისის ტორპედოს. გიორგი მიქაძის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 14:1... და ზედიზედ 8 თამაში არ წაუგია.

ტორპედოსთან პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ჯერ დემურ ჩიხლაძემ ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა თედო კიკაბიძის ჩაწოდებით, ბოლოს კი მამია გავაშელიშვილმა გამოიყენა სერგო კუხიანიძის კარგი პასი და 3:0.

სამგურალი მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან დინამო თბილისს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ორივეს პლუს 13 აქვს ბურთები, მაგრამ დინამოელებმა მეტი გოლი გაიტანეს. ტორპედო კი ბოლოდან მესამე, ანუ მერვე საფეხურზეა.

ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი 

ლოკომოტივმა საგურამოში უმასპინძლა დინამო თბილისს და 0:2 წააგო. ლოკომოტივს 15 ტურში 15 წაგება აქვს... დინამოელები მეორე პოზიციზე არიან.

პირველი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა გიორგი მოისწრაფიშვილმა. მან პენალტი გამოიყენა. მეორე ნახევარში კი ანზორ მექვაბიშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით გაზარდა ანგარიშში სხვაობა. მოისწრაფიშვილისთის და მექვაბიშვილისთვისაც ეს სეზონში მეორე გოლი გამოდგა.

თელავი 0:2 დინამო ბათუმი 

თელავმა ჩემპიონ დინამო ბათუმს უმასპინძლა და 0:2 წააგო. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ მიითვალა ინდივიდუალური გოლი, მერე კი ზურიკო დავითაშვილმა გამოიყენა ჯოვინო ფლამარიონის პასი და ზუსტად დაარტყა. ანუ, ორივე ბურთი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გაიტანეს...

დინამო ბათუმი 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. თელავი კი მეექვსე ადგილზეა.

22 მაისს მე-15 ტურის დარჩენილი ორი მატჩიც გაიმართება:

გაგრა-სიონი 

საბურთალო-დილა