კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ტური 25 გოლით; სამგურალმა თელავს მოუგო, გაგრამ - ლოკომოტივს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს და ჯამში 11 გოლიც ვნახეთ. ზოგადად, ეს ტური ყველაზე შედეგიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში: 25 გოლი, ანუ საშუალოდ 5 ბურთი ერთ შეხვედრაში.

სამგურალი 2:1 თელავი 

წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო: თელავთან 2:1. სწრაფი გოლი გაიტანა წყალტუბოელთა შემტევმა ირაკლი რუხაძემ. ის შარშან თელავში თამაშობდა და ამიტომაც გოლი არ აღნიშნა. პირველ ტაიმშივე ნიკა კალანდარიშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო 88-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ გაიტანა და იმედი დაუტოვა თელავს. თუმცა არაფერი აღარ შეცვლილა - 2:1.

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა სამგურალმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანს. რაც შეეხება თელავს, გუნდი მეშვიდეზეა.

გაგრა 5:3 ლოკომოტივი

გაგრამ დინამო არენაზე 5:3 მოუგო ლოკომოტივს, რომელსაც ჯერ ქულა არ აუღია. პირველ ტაიმში ორი სწრაფი გოლი გავიდა. ჯერ გაგრა დაწინაურდა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ავტოგოლით, მერე კი ლოკოდან გიორგი იაკობიძემ გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში იაკობიძემ პენალტით წინ გაიყვანა სტუმრები, თუმცა მხოლოდ 10 წუთით...

ამის შემდეგ გაგრამ ზედიზედ ოთხი ბურთი გაიტანა: თემურ ჩოგაძემ გაათანაბრა, ანდრო გიორგაძემ ავტოგოლი მიითვალა, ამას მოჰყვა თეიმურაზ შონიასა და გიორგი ბუხაიძის გოლები. ლოკომოტივიდან კი ბოლო წუთებზე ბექა დარცმელიამ მოახერხა სხვაობის შემცირება - 5:3.

გაგრადან მათე ვაწაძეს არ გაუტანია, მაგრამ ლოკოს ორივე ავტოგოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

გაგრა მეექვსე ადგილზეა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო.