კალენდარი

ოთხშაბათი, 29 ივნისი

შაბათი, 2 ივლისი

შაბათი, 13 აგვისტო

ახალი ამბები

საუკეთესოები დაჯილდოვდნენ; დინამოებმა მოიგეს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან; საბურთალომ ქუთაისში გაიმარჯვა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის სამი მატჩი. ჩემპიონმა დინამო ბათუმმა 3:0 მოუგო გორის დილას და 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. 10-გოლიანი შეხვედრაც ვნახეთ...
ბათუმში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე და საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი დააჯილდოვა.

სიონი 3:7 დინამო თბილისი 

10 გოლი ერთ მატჩში. სიონმა ბოლნისში 3:7 წააგო დინამო თბილისთან. კახა ცხადაძის გუნდიდან 6 გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს: ჰეთ-თრიქი შეასრულა უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ, თითო გოლი კი მიითვალეს გვინეელმა უსმანე კამარამ, ტოგოელმა საიმონ ბენიომ და განელმა ოსეი ბარნსმა. ერთი ბურთი ქართველმა გიორგი გაბედავამაც გაიტანა.

სიონიდან ძმებმა, ნიკა და ლუკა ხორხელებმა შესძლეს პირველი ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გატანა და თამაშის დაძაბვა. მეორე ტაიმში კი ბოლნისელთაგან თომა ტაბატაძემ მოახერხა თავის გამოჩენა.

ეს წლეულს ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო. ისე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შარშანაც ვნახეთ 7:3, ბათუმის დინამომ სძლია ამ ანგარიშით თბილისის ლოკომოტივს.

ტორპედო 0:1 საბურთალო 

ქუთაისის ტორპედომ შინ 0:1 წააგო საბურთალოსთან. გოლი ბოლო წუთებზე ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა, რომელიც 9 წუთის შესული იყო მოედანზე. გოლი ლევან ნონიკაშვილი-იური ტაბატაძე-შინდაგორიძის კარგ კომბინაციას მოჰყვა.

საბურთალომ ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო. ლევან კორღალიძის გუნდი მეოთხე პოზიციაზეა. რაც შეეხება ტორპედოს, ბოლო 4 შეხვედრაში დამარცხდნენ და მერვე ადგილზე არიან.

დინამო ბათუმი 3:0 დილა 

მატჩის დაწყებამდე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე და საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი დააჯილდოვა. ორივენი ბათუმის დინამოს წარმომადგენლები...

თამაშს რაც შეეხება, ბათუმელებმა პირველი ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას ლამაზი გოლით მოიგეს. დანარჩენი ორი გოლი კი ბოლო ათ წუთში გაიტანეს: ჯერ ჯამბულ ჯიღაურმა, მერე კი თორნიკე გაფრინდაშვილმა. ორივენი ახალი შესულები იყვნენ მინდორზე. საბოლოოდ, 3:0.

დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი დილასთან აქვს (1:2) და ამჯერად სრულფასოვანი რევანში აიღო.

ა
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე
ს
პირველი წრის საუკეთესო მოთამაშე - ჯოვინო ფლამარიონი

დინამო ბათუმს 27 ქულა აქვს და ლიდერია. 22-22 ქულა აქვთ დინამო თბილისსა და დილას.

მე-12 ტურის კიდევ ორი მატჩი 9 მაისს გაიმართება:

სამგურალი-თელავი 

გაგრა-ლოკომოტივი