ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამომ შინ 2:2 ითამაშა თბილისის საბურთალოსთან. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი. ეს პირველი ფრეა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
საბურთალო ორჯერ იგებდა და ბათუმელებმა ორივეჯერ მალევე გაათანაბრეს. ისე მოხდა, რომ სტუმართაგან ჯერ ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა შოთა ნონიკაშვილის პასით, მერე კი პირიქით, ნონიკაშვილმა - სიხარულიძის გადაცემით. სხვათა შორის, ეს სიხარულიძის 105-ე გოლია მთლიანად ეროვნულ ლიგაში.
ბათუმელთაგან კი გოლები ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა და მის ნაცვლად შესულმა ირაკლი ბიძინაშვილმა მიითვალეს. ბიძინაშვილს გასატანად ორი წუთი ეყო.
ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს.
ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის ლოკომოტივის დაპირისპირება კი უამინდობის გამო გადაიდო.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913