კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

გადადებული მატჩები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 

დღეს გახდა ცნობილი, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 მატჩი გადაიდო - საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩი მიხეილ მესხზე; თელავის და ტორპედოს დაპირისპირება კავკასიონ არენაზე და სამგურალისა და გაგრას შეხვედრა ზესტაფონში.

კრისტალებთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩი თელავსა და წყალტუბოს სამგურალს შორის, რომელიც 9 მარტს, 18:30 საათზე კავკასიონ არენაზე უნდა გამართულიყო, უამინდობის (თოვლი) გამო გადაიდო.ასევე,

უამინდობის გამო გადაიდო მე-4 ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც ადგილობრივი ტორპედო თბილისის ლოკომოტივს მასპინძლობდა. 14 მარტს, დინამო არენაზე გასამართი დინამო თბილისისა და გორის დილას მატჩიც უამინდობის გამო გადადებულია.

მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 

დღეს, 19 მარტს, კრისტალბერთ ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ 3 მატჩი გადაიდო - მარტვილის მერანის და შევარდენის მატჩი; გარეჯის და თბილისის მერანის შეხვედრა და სპაერისა და სამტრედიას დაპირისპირება. მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე შევარდენი 1906 დინამო ზუგდიდს მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიასა და სპაერის მატჩი უნდა გამართულიყო.

ნალექიანობის გამო გადაიდო გარეჯისა და რუსთავის ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისის და მარტვილის მერანების მატჩი სპაერის სტადიონზე.