კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, სტარტს 25 თებერვალს აიღებს. პარასკევს, 19:00 საათზე, მოქმედი ჩემპიონი - ბათუმის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონს - ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ქართულ დერბიში" თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.
პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, შაბათს, გორის დილა, უმაღლეს დივიზიონში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურებულ გაგრას შეხვდება, ხოლო მიხეილ მესხი 2-ზე დაბრუნებული თბილისის ლოკომოტივი თელავს უმასპინძლებს.
ტურის ბოლო მატჩი, კვირას, მიხეილ მესხზე შედგება - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო, წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი