კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის შედეგად მიღებული რეალობის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან.
? კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2021 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.
ფენტეზის გამარჯვებულები
სეზონის 3 პრიზიორი: გიორგი რთველიაშვილი, შალვა ღონღაძე, მიშა მაზაშვილი.
ჩემი პროგნოზის გამარჯვებული: დავით პაიჭაძე

სეზონის სიმბოლური გუნდი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის სიმბოლოური გუნდი

სეზონის საუკეთესო მეკარე და მცველი
ნომინანტები (მეკარეები): ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა გორი), ოთო გოშაძე (საბურთალო).
ნომინანტები (მცველები): ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), ოლეკსანდრ აზაცკი (დინამო თბ).

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი და თავდამსხმელი
ნომინანტები (ნახევარმცველები): სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა გორი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ).
ნომინანტები (თავდამსხმელები): ზორან მარუშიჩი (დინამო თბ) გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ), სერგო კუხიანიძე (სამგურალი).

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - ზორან მარუშიჩი
ბომბარდირთა სამეული: ზორან მარუშიჩი (დინამო თბ - 16 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ - 13 გოლი), გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ - 13 გოლი).
საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დინამო თბილისის ზორან მარუშიჩის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ: უსმანე კამარა (დილა გორი), ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბთ).

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე
ნომინანტები: გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმი), ანდრი დემჩენკო (დილა გორი), გიორგი მიქაძე (თელავი).

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ზორან მარუშიჩი
ნომინანტები: ზორან მარუშიჩი (დინამო თბ), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ), ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ).

სპაერი
სამგურალი
იბერია 1999
დილა
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
მეშახტე
ტორპედო
გაგრა
მერანი მრ
შტურმი
კოლხეთი 1913
თელავი
გარეჯი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
არაგვი
გორი