- ტორპედო 0:1 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია დღეს ქუთაისში დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტორპედოს მინიმალური ანგარიშით მოუგო და აქტივში სამი ქულა მიითვალა. სტუმრებმა ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. 41-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ლამაზი დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი.
26 ტურის შემდეგ ტორპედო 25 ქულით გათამაშების ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ლოკომოტივი კი 40 ქულით მე-5 ადგილზეა.
- თელავი 0:2 დილა
სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა დღეს გორის დილამაც, რომელიც სტუმრად თელავს დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ცოტნე მოსიაშვილმა ანგარიში უსმანე კამარას საგოლე პასით გახსნა, 68-ე წუთზე კი გორელთა უპირატესობა თავად უსმანე კამარამ უკვე მოსიაშვილის საგოლე გადაცემით ორამდე გაზარდა.
თელავმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ამ დროისთვის თელაველები 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, გორის დილა კი 43 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
- ბათუმის დინამო 3:0 სამგურალი
დიდი ანგარიშით მოიგო მიმდინარე ტურის შეხვედრა ბათუმის დინამომ. გათამაშების ლიდერებმა საკუთარ არენაზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. გია გეგუჩაძის გუნდი პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას.
შეხვედრის 43-ე წუთზე ანგარიში ჯამბულ ჯიღაურმა გახსნა. 51-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაზარდა. საბოლოო შედეგი კი 63-ე წუთზე გიორგი ალთუნაშვილმა დააფიქსირა.
ბათუმის დინამომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილს 56 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. მთავარ კონკურენტ დინამო თბილისს ბათუმელები 5 ქულით უსწრებენ. სამგურალი 34 ქულით მე-6 ადგილზე რჩება.
- დინამო თბილისი 5:1 სამტრედია
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ოთხბურთიანი უპირატესობით. 26-ე ტურში კახაბერ ცხადაძის გუნდი აუტსაიდერ სამტრედიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ზორან მარუშიჩმა, დავით სხირტლაძემ, საიმონ ბენიომ, მილან რადინმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. სტუმართაგან ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გიორგი არაბიძემ გაათანაბრა.
26 ტურის შემდეგ დინამო თბილისს 51 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზეა, სამტრედია კი 16 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
ფოტო: დინამო თბილისი
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                