- სამტრედია 1:0 ლოკომოტივი
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში სამტრედიამ. გათამაშების აუტსაიდერებს ზედიზედ 6 წაგება ჰქონდათ. შუასასეზონო შესვენების შემდეგ გიორგი ცეცაძის გუნდი ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება. კლუბში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა როგორც ჩანს დადებით შედეგი გამოიღო.
ლოკომოტივთან მატჩში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიორგი არაბიძისა და გიორგი ლომთაძის თამაში. სწორედ ამ უკანასკნელის აქტიურობას მოჰყვა ლოკომოტივის კარში პირველი გოლის გატანის საფრთხე, თუმცა მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი არაბიძემ ძელს გაარტყა.
სამაგიეროდ გამარჯვების და სამი ქულის მომტანი გამოდგა გიორგი არაბიძის მოქმედებები მატჩის ბოლო წუთებზე. ქართველი შემტევის მიერ დარტყმული ბურთი ლოკომოტიველთა მცველს მოხვდა, რომელიდანაც ასხლეტილ ბურთს ოთარ კობახიძემ დაამატა, რომელიც ნიკა სანდოხაძეს ხელში მოხვდა და სტუმართა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
პენალტის დარტყმა ამჯერად საკუთარ თავზე ოთარ კობახიძემ აიღო, რომელმაც ნიდერლანდელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:0.
23 ტურის შემდეგ სამტრედიას აქტივში 13 ქულაა და ისევ ბოლო პოზიციაზეა, ლოკომოტივი კი 36 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი