- დინამო თბილისი 2:1 საბურთალო
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღეს 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის დინამომ დედაქალაქურ დერბიში საბურთალოს 2:1 სძლია. მოქმედი ჩემპიონები მატჩის მე-14 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს კი საბურთელომ დაჩი ცნობილაძის გოლით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში დინამოელთა აქტიურობას საბურთალოს კარში კიდევ ერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა. მასპინძლები წინ ოსეი ბარნსმა გაიყვანა.
კახაბერ ცხადაძის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
ამ დროისთვის დინამო თბილისს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. საბურთალო კი 35 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
- დინამო ბათუმი 3:1 სამტრედია
გათამაშების ცხრილის ლიდერი ბათუმის დინამო განახლებული სეზონის პირველ შეხვედრაში სამტრედიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში აქაც ავტოგოლით გაიხსნა. ბათუმელები ანდრო გიორგაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. მალევე ტურის მეოთხე ავტოგოლი მიითვალა გაგი მარგველაშვილმა, როთაც სამტრედიელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
ინტრიგა შეხვედრაში მეორე ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა. გია გეგუჩაძის გუნდმა წინ გასვლა მატჩის 81-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლით მოახერხა.
საბოლოო წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ დასვა. მასპინძლებმა მორიგი სამი ქულა აიღეს, ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს და ევროპის კონფერენციის ლიგის განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც დინამოს სივასსპორის წინააღმდეგ ელის, კარგი განწყობა შეიქმნეს.
22 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 46 ქულა აქვს და პირველ ადილზეა. სამტრედია კი 10 ქულით კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩება.
ტორპედო 0:1 თელავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ტორპედოსა და თელავს შორის შედგა. მაგარჯვებული ბედი ამ თამაშში ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. თელაველებმა ჩემპიონატში წაუგებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდეს, დღეს კი ქუთაისიდან სამი ქულა წაიღეს. შოთა შეყილაძემ გამარჯვების მომტანი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა.
22 ტურის შემდეგ თელავს 22 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, ტორპედო კი 19 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
ფოტო: დინამო თბილისი
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                