ევროტურნირებზე საქართველოს სახელით ორი გუნდი, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი, აგრძელებს ასპარეზობას. კონფერენციის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები თბილისურმა და ბათუმურმა კლუბებმა საკუთარ მოედანზე გამართეს.
დინამო თბილისი 1:2 მაქაბი ჰაიფა
დინამო არენაზე გამართული შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, კახა ცხადაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ანგარიში მე-8 წუთზე მაქაბიმ გახსნა, ჰაიფელები ატცილიმ დააწინაურა. დინამოელებმა მეტად მოიდომეს, მაგრამ სტუმრები საიმედოდ იცავდნენ თავს. მეორე ტაიმში, მაქაბიმ კიდევ ერთხელ ისარგებლა დაცვის შეცდომით და 66-ე წუთზე დავიდმა ჰაიფელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ და მორჩილაძემ, დინამოელთა შეტევებს სიმწვავე შესძინეს. 89-ე წუთზე დინამოელთა მხრიდან ერთ-ერთმა გამორჩეულმა გიორგი პაპავამ, ერთი გოლი გაქვითა და დინამო თბილისს საპასუხო მატჩის წინ შანსი შეუნარჩუნა.
დინამო ბათუმი 0:1 ბატე
ბათუმის დინამომ მატჩი აქტიურად დაიწყო, გია გეგუჩაძის გუნდს საწყის 45 წუთში, ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ შესვენებამდე ბორისოველებსაც ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდათ. მეორე ტაიმში ბათუმელებმა მეტოქეს უფრო აქტიურად შეუტიეს, ბატემ კი საკუთარი თამაში კონტრშეტევაზე გადააწყო თამაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გავიდა, ბორისოველთა კონტრიერიშისას, ბათუმელთა კარის ძელიდან ასხლეტილ ბურთი, ნეხაიჩიკმა ცარიელ კარში გადაგზავნა.
კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებს, ორივე ქართული გუნდი, 29 ივლისს სტუმრად გამათავს. თბილისელებსა და ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეტოქის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში, დინამო თბილისი, ფარერების ტორშავნსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. დინამო ბათუმი კი, მოლდოვურ პეტროკუბსა და თურქულ სივასპოსფორს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
© ფოტო - დინამო თბილისი
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                