7 ივლისს, დინამო არენაზე დინამო თბილისი ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლებს. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეფთჩისთან დაპირისპირების გარშემო, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა - კახაბერ ცხადაძემ ისაუბრა.
კახაბერ ცხადაძე: „ნეფთჩი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს და ნამდვილად ძლიერი მეტოქეა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შედეგის მისაღწევად, ნეფთჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი შევუშალოთ და მათი მინუსები მაქსიმალურად ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.“
ბაქოს ინტერის და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, მის მიერ აზერბაიჯანში გატრებულ პერიოდზეც (ბაქოს ინტერი - 2009/15) ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება, ხვალ გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.
კახაბერ ცხადაძე: „ძალიან ბევრი იწერება ამის შესახებ. კი, წარმატებულად ვმუშაობდით აზერბაიჯანის ჩემპიონატში, მაგრამ მას შემდეგ 6 წელი გავიდა. დიდი დროა გასული, ნეფთჩიში გუნდი შეიცვალა, მწვრთნელი შეიცვალა და ამიტომ დღეს ძნელია გამოცდილების სახით რაიმე პლუსებზე საუბარი.“
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ბაქოელებთან მოახლოებული მატჩის შესახებ, კომენტარი კლუბის კაპიტანმა - გიორგი პაპავამაც გააკეთა.
გიორგი პაპავა: „ნეფთჩი ძალიან ძლიერი გუნდია, ამომწურავ ინფორმაციას ვლოფბთ ნეფთჩის თითოეულ ფეხბურთელზე და ზოგადად გუნდზე. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება.“
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი