სამგურალი 0:0 დინამო ბათუმი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღე სამგურალისა და ბათუმის დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი სტუმრები ამ შეხვედრის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი ქულები მასპინძლებთან გაიყვეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
17 ტურის შემდეგ ბათუმის დინამო 35 ქულით თბილისის დინამოსთან ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. სამგურალი კი 23 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
დილა 1:1 თელავი
გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ გორელები მე-17 ტურის შეხვედრაში თელავთან, თუმცა ამ დაპირისპირებაშიც მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. მატჩის მე-17 წუთზე სტუმრები შოთა შეყილაძემ დააწინაურა. დარჩენილ დროში მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც გორის დილამ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა იყო. 42-ე წუთზე წონასწორობა თორნიკე კაპანაძემ აღადგინა.
ამ დროისთვის გორის დილას აქტივში 26 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. თელავი კი 9 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
ლოკომოტივი 3:1 ტორპედო
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის ლოკომოტივმა ტორპედოსთან დაპირისპირებაში. დედაქალაქელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქის კარში სამი გოლის გატანაც მოახერხეს. ანგარიში 47-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, უპირატესობა ორამდე 69-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაზარდა. სტუმრებმა ინტრიგა ცოტა ხნით მას შემდეგ დააბრუნეს, რაც გიორგი მამარდაშვილის კარი ლაშა ჩალაძემ აიღო, თუმცა მამია გავაშელიშვილმა ტორპედოს მესამე გოლი გაუტანა და სამი ქულის მოპოვების საკითხიც გადაწვიტა.
თბილისის ლოკომოტივმა, რომლის რიგებშიც გურამ კაშიამ ბოლოჯერ ითამაშა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შედეგად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ტორპედო კი 17 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                