22 მაისს სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კლუბის ხელმძღვანელები, ისე მთავარი მწვრთნელები. გარდა კლუბებისა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სფფ-ის მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები და ეროვნული ლიგის მომსახურე მსაჯები. შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, შეხვედრაზე მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კლუბებთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:
„როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირაში დავიწყეთ შეხვედრები კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა სპორტულ თემატიკას შეეხებოდა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მწვრთნელების უშუალო ჩართულობა. საკმაოდ პროდუქტიული და საჭირო შეხვედრა გამოდგა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, ეროვნული ჩემპიონატისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გავითვალისწინოთ ის რჩევები და მოსაზრებები, რომელიც დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატში პირველი შეხვედრა მიმდიანარე წლის 14 მაისს გაიამართა.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი