კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შემდეგ ბათუმისა და თბილისის დინამოებმა კონკურენტებთან სხვაობა გაზარდეს.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის დინამომ თავის ახალ არენაზე საბურთალოს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მასპინძლები შეხვედრის მე-6 წუთზე ლაშა შინდაგორიძის შორეული დარტყმით დაწინაურდნენ, რასაც დედაქალაქურმა კლუბმა ტრავმამოშუშებული გიორგი კოხრეიძის თავური გოლით 42-ე წუთზე უპასუხა.
მატჩის მეორე ნახევარი ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც სამ გატანილ გოლში გამოიხატა. დარჩენილ დროში ოთო გოშაძის კარი ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით, გიორგი ფანცულაიამ და გიული მანჯგალაძემ აიღეს.
ამ დროისთვის გია გეგუჩაძის გუნდის აქტივში 31 ქულაა. ბათუმის დინამო გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზეა, საბურთალო კი 21 ქულით მე-5 ადგილზეა.
მინიმალური სხვაობით მოიგო თავისი შეხვედრა თბილისის დინამომ. მოქმედმა ჩემპიონებმა თელავი საბა ხვადაგიანის მიერ გატანილი გოლით დაამარცხეს. დღეს მოპოვებული სამი ქულის შემდეგ დინამომაც 31 ქულა დააგროვა და ბათუმთან ერთად ლიდერის პოზიციას იყოფს. თელავს კი აქტივში მხოლოდ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება.
ზედიზედ მეორე თამაში მოიგო თბილისის ლოკომოტივმა, რომელმაც სამტრედიას დღეს საგურამოში უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მეათე წუთზე იმრანის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. გია ცეცაძის შეგირდებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრება მოახერხეს - გიორგი მამარდაშვილის კარი მათე კვირკვიამ აიღო და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა 66-ე წუთზე გიორგი იაკობიძემ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე კი იმრანმა დუბლიც გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
14 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. სამტრედია კი 9 ქულით გათამაშების ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს კიდევ ორი შეხვედრა შედგა: ქუთაისის ტორპედომ გორის დილა 1:0 დაამარცხა, ასეთივე ანგარიშით მოიგო ქობულეთის შუქურასთან საშინაო დაპირისპირება წყალტუბოს სამგურალმაც.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ