კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ლოკომოტივსა და საბურთალოს შორის გაიმართა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
სტუმრებმა თანაქალაქელთა დამარცხება იური ტაბატაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხეს. საბურთალომ ლოკომოტივს სეზონში მეორე დაპირისპირება მოუგო, თან ისე რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
მატჩის მიწურულს მომხდარი ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივს 3 ქულის დაკარგვასთან ერთად მთავარი მწვრთნელიც გაუძევეს - გიორგი ჭიაბრიშვილის პროტესტს, რაც უბილავას მიმართ ნაჩვენები ყვითელი ბარათით იყო გამოწვეული, მთავარი არბიტრის მხრიდან უკვე მწვრთნელის მიმართ მოჰყვა წითელი ფერის ბარათი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაცია ექნება მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს.
დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი დაპირისპირება გაიმართა. შუქურასა და გორის დილას შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1- 1 დასრულდა.
მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა სამტრედიამ, რომელმაც საკუთარ მოედანზე თელავი მიიღო და 2-1 დაამარცხა. ეს გია ცეცაძის გუნდისთვის სეზონში მეორე გამარჯვება იყო.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი