კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

საბურთალომ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია გორში დაასრულა!

ლოკომოტივი 2:3 სამგურალი

დღის პირველი დაპირისპირება დინამო არენაზე ლოკომოტივსა და სამგურალს შორის შედგა. მატჩი, რომელშიც მასპინძლები გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ანგარიში მე-9 წუთზე სერგი კუხიანიძის გოლით გახსნა, რამდენიმე წუთში კი სამგურალის უპირეტესობა ორბურთიანიც გახდა, როცა გიორგი მამარდაშვილის კარი შალვა ბურჯანაძემ აიღო. მეოცე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სხვაობა გურამ კაშიამ თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა. თამაშის 27-ე წუთზე კი პაპუნა ფონიავამ ლოკომოტივის კარში მესამე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა თორნიკე კირკიტაძის გოლით სხვაობა ისევ შეამცირეს და მატჩში საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს.

შუქურა 0:2 დინამო

გამარჯვებით დაასრულა მორიგი შეხვედრა თბილისის დინამომ. მოქმედი ჩემპიონები სტუმრად ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდენენ და 2:0 დაამარცხეს. დინამოელებმა ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი გაბედავას თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, მეორე გოლი კი თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა.

დილა 1:2 საბურთალო

ტურის ცენტრალური მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა. გორის დილამ საბურთალოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. სტუმრების ორმატჩიანი უგოლო სერია იური ტაბატაძემ ეფექტური გოლით დაასრულა. 

გამორჩეული იყო ირაკლი ბიძინაშვილის მიერ გატანილი გოლიც, რომლითაც მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრის 61-ე წუთზე დავით მაისაშვილი მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა და დილა კაცნაკლული დატოვა. მატჩის ბედი 84-ე წუთზე დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა - გიორგი ერისთავმა სადებიუტო გოლი გაიტანა და საბურთალოს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ პირველი სამი ქულა მოუპოვა.

ფოტო: ს.კ საბურთალო