კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

სამტრედიამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სამგურალი 0:1 სამტრედია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტური წყალტუბოს სამგურალისა და სამტრედიის დაპირისპირებით გაიხსნა. ორივე გუნდი აუტსაუდერთა ზონაში იმყოფება და ქულების მოპოვება ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში გუნდებს მოგებაც არ ჰქონდათ. მატჩი პირველივე წუთებიდან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა  26-ე წუთზე მასპინძლებს დაწინაურების კარგი შანსი გაუჩნდათ. სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სერგო კუხიანიძემ შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული მარტივად მოსაგიერიებელი გახდა სამტრედიელთა გოლკიპერის გოგი კულუასთვის. შეხვედრის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. 

მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს. 71-ე წუთზე მასპინძელთა კარი მათე კვირკვიამ აიღო და სამტრედია წინ გაიყვანა. კვირკვიას გოლი თამაშში ერთდერთი და გიორგი ცეცაძის გუნდისთვის მნიშვნელოვანი სამი ქულის მომტანი გამოდგა.

ტორპედო 0:0 შუქურა

ისევ მოგების გარეშეა ქუთაისის ტორპედო მიმდინარე სეზონში. დღეს იმერლებმა საკუთარ მიედანზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლეს და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლეს. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ტორპედომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე ფრე დააფიქსირა.

ამ დროისთვის ქუთაისელების აქტივში 4 ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. 8 ქულა დაუგროვდა შუქურას, რომელიც მე-5 ადგილს იკავებს.