- დინამო თბ 4:3 საბურთალო
- შოთა ნონიკაშვილმა და ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულეს
- ? მატჩის გალერეა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, დინამო თბილისმა საბურთალოს უმასპინძლა და გიორგი ნემსაძის გუნდმა, უხვგოლიან დედაქალაქურ დერბიში 3 ქულის მოპოვება შეძლო.
შეხვედრაში ანგარიში დინამოს სერბმა ლეგიონერმა - ზორან მარუშიჩმა თავური დარტყმით გახსნა. პირველ ტაიმში, მარუშიჩმა და საბურთალოს 20 წლის საყრდენმა - შოთა ნონიკაშვილმა, ორივემ დუბლის გატანა შეძლო.
მეორე ნახევარში, ტაბლოზე ანგარიში გიორგი გაბედავას ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ შეიცვალა. შეცვლაზე შემოსულმა დინამოს კაპიტანმა - გიორგი პაპავამ კი შორიდან ძლიერი დარტყმით საბურთალოს კარი აიღო და სხვაობა ორამდე გაზარდა - 4:2.
საბოლოო ანგარიში, პაპავს მსგავსად შეცვლაზე შემოსულმა იური ტაბატაძემ დააფიქსირა - 4:3. 4 ტურის შემდეგ დინამოს 7 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება, საბურთალოელები კი 5 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ.
ქუთასისი ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თელავს უმასპინძლა და მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. შეხვედრაში დუბლის გატანა შეძლო ტორპედოს პალესტინელმა ლეგიონერმა - ფადი ზიდანმა. მსაჯის მიერ დამატებული დროის მე-2 წუთზე, ლაშა შერგელაშვილმა გატანილ გოლს საგოლე პასი დაუმატა და მის ჩამოწოდებულ კუთხურს იმედა აშორტიას დარტყმა მოჰყვა - 2:2.
სამგურალმა ზესტაფონში გორის დილას უმასპინძლა. იმერლები მატჩს შალვა ბურჯანაძის გოლით იგებდნენ, მაგრამ ვანდერსონ სილვამ 65-ე წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა. 79-ეზე კი დილადან კიდევ ერთმა ლეგიონერმა უსმანე კამარამ გაიტანა, რომელმაც ჩიტეიშვილის ჩაწოდება ზუსტად გამოიყენა.
იბერია 1999
დილა
დინამო თბ
ტორპედო
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ