კალენდარი

კვირა, 4 ოქტომბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ორშაბათი, 21 სექტემბერი

პარასკევი, 9 ოქტომბერი

შაბათი, 10 ოქტომბერი

კვირა, 11 ოქტომბერი

ახალი ამბები

დისციპლინარული სანქციები მე-2 ტურის წინ

ქობულეთის შუქურას მოთამაშე - ამირან როხვაძე, 5 მარტს ბათუმის დინამოსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მარტვილის მერანის ყოფილი ნახევარმცველი, საკუთარ კლუბს აჭარულ დერბიში გორში მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ დაეხმარება. თენგიზ ბურჯანაძეზე გამართულ მატჩში, როხვაძემ 64-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 95-ე წუთზე მოედანი მეორე გაფრთხილების გამო დაატოვებინეს.

საკუთარ გუნდს ვერ გაუძღვება თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი - გიორგი ნემსაძეც, რომელიც პირველ ტურში წყალტუბოს სამგურალთან მატჩის დროს, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ 84-ე წუთზე გააფრთხილა, ხოლო 87-ე წუთზე წითელი ბარათიც უჩვენა. შედეგად გიორგი ნემსაძე 3 თამაშს გამოტოვებს.