21 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის "დინამო" და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე "გაგრამ" გახსნა, გაგა კირკიტაძის გუნდმა სტანდარტული სიტუაციით ისარგებლა და დინამოელთა კარში თავური დარტყმით გიორგი ქობულაძემ გაიტანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი აქტიურად "დინამომ" დაიწყო და 47-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დავით კობოურის გადაცემით ზორან მარუსიჩმა ისარგებლა და ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. გოლის შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარს კიდევ უფრო აქტიურად შეუტია. "დინამოს" მცდელობებმა შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო, გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი კარგად დაამუშავა და საშუალო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში ორი გაშვებული გოლის მიუხედავად "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და გაგა კირკიტაძის გუნდმა 72-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა გია ჩადუნელმა მოიგო, თანაგუნდელის გადაცემით კი, ლუკა ნოზაძემ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ გამარჯვებული გამოსავლენად გუნდებმა 11-მეტრიანი დარტყმების სერია შეასრულეს. პენალტები უკეთ დინამოელებმა შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით - 5:4 დაამარცხეს და საქართველოსს სუპერთასს ისტორიაში მერვედ დაეუფლნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის "დინამოს" კუთვნილი თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. 2021 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ესწრებოდა.
დინამო თბილისი 2:2 გაგრა (პენ. 5:4)
დინამო თბილისი: კვასხვაძე, მონხილი, კობოური (79' იაშვილი), ქარდავა (59' კუცია), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მარუსიჩი (79' ახვლედიანი)
სათადარიგო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, წოწონავა, მოისწრაფიშვილი, კასტრო, გაგნიძე, ხვადაგიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე (59' მუმლაძე), სულთანიშვილი (59' კაკიაშვილი), ხაბელაშვილი (65' იონანიძე), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (71' მარკოზაშვილი), სამუშია (71' საჯაია)
სათადარიგო შემადგენლობა: ქავთარაძე, შეწირული, სამსონია, ჩიხრაძე
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, დავით ახვლედიანი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 49' ჩადუნელი, 90' კუცია
გოლები: 0:1 ქობულაძე (13), 1:1 მარუსიჩი (47), 2:1 გაბედავა (67), 2:2 ნოზაძე (72)
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ