- სეზონისთვის მზადების პროცესი გრძელდება
- ? დინამო თბილისი ? დილა გორი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. ლიგაში ახლად დაწინაურებულმა წყალტუბოს სამგურალმა, ამხანაგური მატჩების პარალელურად, კლინიკა 'ლჯ'-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
იმერულმა გუნდმა, საკონტროლო მატჩი, გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონთან - ქობულეთის შუქურასთან ჩაატარა და შეხვედრა წყალტუბოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდების ნაწილი, მზადებას სამშობლოში განაგრძობს, ნაწილი კი შეკრებას თურქეთში გადის. 2 თებერვალს, ბელეკში, თურქულ შეკრებას დაიწყებს თბილისის ლოკომოტივიც, სადაც გუნდს 2 კვირიანი მოსამზადებელი პროცესი აქვს დაგეგმილი.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი