კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, წელს პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით გამოვლინდნენ.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯეფინიო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი, შუქურას ბრაზილიელი ლეგიონერი - ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი
გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის შუქურამ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაიფორმა და რანგით პირველ დივიზიონში დაწინაურდა.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - თომა ტაბატაძე
ბომბარდირთა სამეული - თომა ტაბატაძე (რუსთავი - 13 გოლი), ჯეფინიო (შუქურა - 11 გოლი), გიორგი ხარებაშვილი (რუსთავი - 10 გოლი)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
ფენტეზის გამარჯვებულები
5334 - რეგისტრირებული მოთამაშე და სეზონის 3 პრიზიორი

სეზონის სიმბოლური გუნდი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის სიმბოლოური გუნდი

სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით
სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)
სეზონის საუკეთესო მცველი (ნომინანტები): მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი)

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (ნომინანტები): მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - მიკოლა კოვტალიუკი
ბომბარდირთა სამეული - მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი)
საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დილას უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ - ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ), ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი)

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი
ნომინანტები: გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი), ჩისკო მუნიოსი (დინამო თბ), გიორგი ნემსაძე (დილა)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე
ნომინანტები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ)

 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                