ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარა. ორივე გუნდს სამი ქულა სხვადასხვა მიზნისთვის სჭირდებოდა. მასპინძლები ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, თუმცა დღეს ვერმოგებული მატჩის შემდეგ ამ ამოცანის გადასაჭრელად პლეი- აუტში იბრძოლებენ.
ბათუმის დინამომ დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. ვაგნერ გონსალვეშის გადაცემის შემდეგ ობოაბონამ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. სტუმრებმა უპირატესობა ორამდე 31-ე წუთზე გაზარდეს, როდესაც ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ. პირველი ტაიმის მიწურულს ტორპედომ გურამ ადამაძის მიერ გატანილი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბათუმის დინამომ 3 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა. 16 ქულა რჩება ქუთაისის ტორპედოს, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციაზე დამკვიდრდა.
დინამო თბილისი 1:0 სამტრედია
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ სამტრედიასთან დაპირისპირებაში. დედაქალაქელებმა სამი ქულა თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ნოდარ ქავთარაძემ 41-ე წუთზე გაიტანა. მას შემდეგ, რაც ტორპედომ ბათუმის დინამოსთან წააგო, მიუხედავად თბილისის დინამოსთან მარცხისა სამტრედიამ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ვინაიდან მდევარს 3 ქულითა და და პირადი მაჩვენებლით უსწრებს.
ამ დროისთვის დედაქალაქურ კლუბს 37 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლოეს კონკურენტ ბათუმის დინამოსთან ორი ქულაა განსხვავება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. თბილისელებს ტიტულის დასაცავად უკვე ქულაც ჰყოფნით.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
