კრიტსალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს გამოტოვებული შეხვედრები გაიმართა. თბილისის დინამომ მე-14 ტურის მატჩში ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა. ქართულ დერბიში დუბლი ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა, რომელმაც ორივე ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მატჩის მთავარმა არბიტრმა პირველი პენალტი სტუმართა კარში თამაშის 64-ე წუთზე დანიშნა, მალევე კი სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. როინ კვასხვაძის კარი 67-ე წუთზე გიორგი ფანცულაიმ აიღო, რომელმაც სოლო რეიდი ულამაზესი დარტყმითაც დააგვირგვინა.
სამი ქულის ბედი დედაქალაქელებმა 84-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტის მეშვეობით გადაწყვიტეს.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს გამარჯვება დინამოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რაკი მთავარმა კონკურენტმა ბათუმის დინამომ წააგო, დინამო ჩემპიონობას კიდევ უფრო მიახლოვდა.
ამ დროისთვის თბილისის დინამოს ანგარიშზე 34 ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო კი 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
ბათუმის დინამომ მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა საკუთარ მოედანზე ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი იყო, ბათუმელებმა წააგეს. არადა, დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით და მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით მიმდინარეობდა, მაგრამ გოლის გატანის საშუალება ბათუმელებს გიორგი მამარდაშვილმა არ მისცა.
შეხვედრის 65-ე წუთზე დინამო გიორგი ნიქაბაძემ მაინც დააწინაურა. გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივს კი ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წუთი დასჭირდა - ირაკლი სიხარულიძის პასით დავით უბილავამ გაიტანა. 83-ე წუთზე უკვე უბილავას პასის შემდეგ მამია გავაშელიშვილი გამოირჩა. ლოკომოტივმა ამ გოლით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბათუმში და ამ გამარჯვებით ევროთასებისთვის მებრძოლთა ზონაში გადაინაცვლა.
ბათუმის დინამოს 29 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერს კი 5 ქულით ჩამორჩება. ლოკომოტივი 26 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
