- მერანი 1:2 ჩიხურა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მერანმა უშუალო კონკურენტს, საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ამჯერადაც დამარცხდა. გიორგი დარასელიას გუნდმა დღევანდელი შეხვედრა კარგად დაიწყო. მატჩის მეოთხე წუთზე რევაზ გეწაძის პასით დავით ბოლქვაძემ დედაქალაქური კლუბი თავურით დააწინაურა. მნიშვნელოვანი გოლის გატანის შემდეგაც მასპინძლებმა დიდხანს ვეღარ შეძლეს აქტიურობა და ბურთის კონტროლი, თუმცა პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მერანი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდს სამი ქულა ესაჭიროებოდა. შეხვედრის მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული საჩხერის ჩიხურა ჩანდა, რომელმაც 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძის გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე კი ბუხაიძის ასისტენტმა თენგიზ წიქარიძემ სტუმრები სულაც წინ გაიყვანა. შეხვედრის ბოლო წუთები განსაკუთრებულად რთული ჩიხურასთავის გამოდგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ზედიზედ ორჯერ შექმნეს ძალიან სახიფათო მომენტი, მაგრამ საჩხერელთა მეკარემ, გიორგი ბეგაშვილმა ორჯერვე იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან.
16 ტურის შემდეგ მერანის აქტივში ისევ 6 ქულა რჩება და გუნდი ბოლო ადგილზეა. 9 ქულა მოაგროვა საჩხერის ჩიხურამ ამ დროისთვის და გათამაშების ცხრილში მე- 9 პოზიციას იკავებს. თუ ვახტანგ თურმანიძის გუნდმა მერანთან 3-ქულიანი ჰანდიკაპი მომავალ ტურშიც შეინარჩუნა, პრაქტიკულად გაინაღდებს პლეი-აუტში მონაწილეობას.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                