სამტრედია 2:0 მერანი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს მე-15 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.სამტრედიამ საკუთარ მოედანზე მერანს უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულის საკითხი მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გადაჭრეს. ანგარიში გიორგი მიქაძის გუნდმა მატჩის მე-4 წუთზე სტრაჰინია პავიშიჩის მიერ გატანილი გოლით გახსნა.
მე-20 წუთზე სამტრედიამ სათამაშოსთან ერთად რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კახაბერ კაკაშვილი გააძევა და სტუმრები 10 კაცის შემადგენლობით დატოვა. 29-ე წუთზე მერანის კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა.სამუელ ინკუმმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო და თავისის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. თამაშის დარჩენილ დროში მასპინძლებს კიდევ ჰქონდაც სახიფათო მომენტები, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა.
ამ გამარჯვებით სამტრედიამ 19 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-7ადგილზე გადაინაცვლა. 6 ქულა აქვს მერანს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია