- მერანი 0:0 დილა
- გორის დილა მესამე ადგილზე რჩება, მერანი კი ერთი საფეხურით დაწინაურდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის დაპირისპირება, გორის დილასა თბილისის მერანს შორის უგოლოდ დასრულდა. გორელებმა, რომლებიც წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, არსებული უპირატესობის მიუხედავად მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.
ბურთი მატჩის მიწურულს კი აღმოჩნდა მასპინძელთა კარში, თუმცა შეტევაში დაფიქსირებული ჯარიმის გამო გოლი არ ჩაითვალა.
მნიშვნელოვანი გამოდგა დღეს მოპოვებული ქულა მერანისთვის. ამ ქულის წყალობით მასპინძლებმა ჩიხურას მსგავსად 6 ქულა დააგროვეს და ბურთების უკეთესი სხვაობით გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილიდან მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლეს.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი