- საბურთალო 0:1 ბათუმის დინამო
- გეგუჩაძის გუნდმა საბურთალოს მინიმალური ანგარიშით მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთმა პრედენდენტმა ბათუმის დინამომ მე-13 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გეგუჩაძის გუნდმა გასვლაზე საბურთალო ჯაბა ჯიღაურის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.
დაპირისპირების პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შედეგიც ლოგიკური იყო. შეხვედრის მეორე ნახევარი კი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, რასაც 51-ე წუთზე მასპინძელთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა.
თავდაპირველად გაფრინდაშვილის დარტყმა საბურთალოს მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებისას ჯიღაურის თავურის წინაშე ლაზარე კუპატაძე უძლური აღმოჩნდა. გატანილი გოლის შემდეგ ბათუმელებს მალევე შეექმნათ რეალური საგოლე მომენტი, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ბათუმის დინამომ მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
13 ტურის შემდეგ საბურთალოს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ბათუმის დინამო კი 26 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი