- თელავი 1:3 ბათუმის დინამო
- ბათუმის დინამო 23 ქულით ლიდერობს
ორკვირიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს თელავი და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ. მშრალი პირველი ნახევარისგან რადიკალურად განსხვავებული იყო შეხვედრის მეორე ტაიმი, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა.
მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. 49-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა თელავი დააწინაურა, მაგრამ ბათუმელებმა მოკლე დროში ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს და თამაშის მიწურულს დაწინაურებაც. 59-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე კი ობოაბონამ სტუმრები წინ გაიყვანა. 4 წუთში თელაველთა კარი ჯამბულ ჯიღაურმაც აიღო და საბოლოო წერტილი დასვა.
12 ტურის შემდეგ თელავს 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. დღევანდელი მოგებით გია გეგუჩაძის გუნდის ქულათა მარაგი 23-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი