- ლოკომოტივი 2:1 უნივერსიტატია კრაიოვა
- თბილისელებმა ევროპის ლიგაზე რუმინულ გუნდს აჯობეს
თბილისის ლოკომოტივმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი რაუნდის მატჩში რუმინულ უნივერსიტატია კრაიოვას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.
სამხრეთ რუმინულ გუნდთან, ანგარიში მატჩის 57-ე წუთზე კირკიტაძის პასით კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა - ირაკლი სიხარულიძემ გახსნა და თბილისელები დააწინაურა.
მეორე გოლიც მალე გავიდა, სხვაობა ორამდე ლოკოს მაროკოელმა ლეგიონერმა - ულად-ომარ იმრანიმ გაზარდა, რომელმაც კრაიოვას კარი ნელი, თუმცა ზუსტი დარტყმით აიღო.
რუმინელებმა ანგარიშის შემცირება კომპენსირებულ დროში შეძლეს, თავის გამოჩენა შეცვლაზე შემოსულმა სტეფან ბაიარამმა შეძლო. ბაიარამის გოლის შემდეგ კრაიოვას კიდევ ჰქონდა ერთი მწვავე შეტევა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა - 2:1.
- აპოლონი 5:1 საბურთალო
- ჰაპოელ ბეერ შევა 3:0 დინამო ბათუმი
წარუმატებლად დასრულდა საბურთალოს და ბათუმის დინამოს ევროპის ლიგის გასვლითი მატჩები. საბურთალოელები კვიპროსზე აპოლონთან დიდი ანგარიშით - 5:1 დამარცხდნენ. ხოლო ბათუმელებმა ისრაელში ჰაპოელ ბეერ შევას წინააღმდეგ მატჩი - 3:0 დათმეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდში, თბილისის ლოკომოტივთან ერთად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი - დინამო თბილისიც ჩაერთვება. ევროპის ლიგის მეორე რაუნდის წილისყრა 31 აგვისტოს გაიმართება.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი