კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

ტორპედოსთან გამარჯვებით დილამ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

  • დილა 3:1 ტორპედო
  • გიორგი ნემსაძის გუნდმა სპანდერაშვილისა და მარკოზაშვილის გოლებით მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირებით დასრულდა. სტუმრებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო - ანგარიში მატჩის 22-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა, თუმცა ქუთაისელთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 26-ე წუთზე ტორპედოს კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ნუგზარ სპანდერაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს. 58-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ნუგზარ სპანდერაშვილმა დუბლი მიითვალა. შეხვედრაში საბოლოო შედეგი თეიმურაზ მარკოზაშვილმა მატჩის მიწურულს დააფიქსირა. დილამ ტორპედო 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

10 ტურის შემდეგ დილა ლიდერ ბათუმის დინამოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გორელებს თბილისის დინამოს და საბურთალოს მსგავსად 19 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებენ. ტორპედო 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა.