- თელავი 0:0 დინამო თბილისი
- თელავისა და დინამოს შეხვედრა ისევ უგოლოდ დასრულდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურში თელავმა საშინაო არენაზე გათამაშების ლიდერი, თბილისის დინამო მიიღო. რევაზ გოცირიძის გუნდმა დედაქალაქურ კლუბთან ისევ არ წააგო.
მატჩი პირველი წრის მსგავსად გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამო არენაზე გამართული პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მეორე მატჩში თელაველები უფრო მეტად ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და სახიფათო მომენტებიც მეტად შექმნეს, მაგრამ როინ კვასხვაძის კარი ვერ აიღეს.
თელავის წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაიზარდა. ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან გუნდმა ერთი მოიგო და ზედიზედ ოთხი ფრედ დაასრულა.
10 ტურის შემდეგ თელაველებს 13 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეხუთე პოზიციაზე არიან. თბილისის დინამო 19 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
გაგრა
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
ოდიში 1919
გარეჯი
შტურმი
არაგვი
მერანი მრ
თელავი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913