- სამტრედია 1:2 საბურთალო
- საბურთალომ სამტრედიას თამაში მეორე ტაიმში შემოუტრიალა და სამი ქულა მოიპოვა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის და შესაბამისად პირველი წრის ბოლო მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც გათამაშების დებიუტანტები საბურთალოს დაუპირისპირდნენ. მასპინძლები ამ შეხვედრაში ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. კახა კაჭარავას გუნდმა 21-ე წუთზე გიორგი ახალაძის მიერ გატანილი გოლით ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში სამტრედიამ კარი მშრალად შეინახა, თუმცა შესვენების შემდეგ საბურთალომ მატჩის შემოტრიალება და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა.
ანგარიში 66-ე წუთზე ელვინ ტერამ გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ცვლილებაზე შემოსულმა 18 წლის გიორგი გულიაშვილმა ტერას პასით გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუპოვა.
9 ტურის შემდეგ სამტრედიას 8 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. საბურთალო კი 16 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
ფოტო: გიორგი არჯევანიძე
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი