- ჩიხურა 0:4 ბათუმის დინამო
- ბათუმის დინამომ ჩიხურა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ჩიხურამ მიხეილ მესხზე ბათუმის დინამო მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გიორგი ნიქაბაძის სადებიუტო გოლით გახსნა.
პირველ ტაიმში ბათუმელებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. ამჯერად გატანილი გოლებით თავი მამუკა კობახიძემ და ჯამბულ ჯიღაურმა გამოიჩინეს.
შეხვედრის მეორე ნახევარიც სტუმრების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლების რაოდენობით დინამო უფრო მოკრძალებული იყო. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა შეაგდო, დუბლი გაიფორმა და დაპირისპირებაში საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
დღევანდელი მოგების შემდეგ ბათუმის დინამომ 17 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. საჩხერის ჩიხურა კი 5 ქულით მე-9 ადგილზეა.
ფოტო: ს.კ. ბათუმის დინამო
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი