- დილა 1:1 საბურთალო
- გორის დილა მიმდინარე სეზონში ისევ დაუმარცხებელია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში საბურთალომ გათამაშების ლიდერი მიიღო. გორის დილასთან დაპირისპირების პირველი ნახევარი საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიური იყო, ანგარიში კი 28-ე წუთზე ელვინ ტერამ გახსნა. საბურთალომ პირველ ტაიმში რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. არბიტრმა უხეშობისთვის გორელთა თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი გააძევა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა აქცენტი დაცვაზე გააკეთეს. სტუმრებმა კი საბურთალოს კარის მიმართულებით შეტევებს უმატეს, რაც საბოლოოდ გატანილ გოლში აისახა. გიორგი ნემსაძის შეგირდებს მნიშვნელოვანი ქულა ნუგზარ სპანდერაშვილმა გადაურჩინა.
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 8 ტურის შემდეგ საბურთალოს 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო გორის დილა კი სატურნირო ცხრილს 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
ფოტო: სკ საბურთალო
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი