- თელავი 0:0 მერანი
- თელავმა აუტსაიდერს მერანს ვერ გაუტანა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველი შეხვედრა, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად გულშემატკივრების თანხლებით გაიმართა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
რევაზ გოცირიძის გუნდმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. მასპინძლები მატჩის საწყის წუთებში რამდენჯერმე იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თელაველთა ლეგიონერის, რაფაელ ჩუკვურას და ლაშა კოხრეიძის მომენტები. ორივე შემთხვევაში ფეხბურთელები ერთი-ერთზე აღმოჩდნენ სტუმართა გოლკიპერის წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ.
შეხვედრის დარჩენილ დროში მასპინძლები კვლავ ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ გიორგი დარასელიას გუნდმა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.
8 ტურის შემდეგ თელავს 11 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. მერანი კი 4 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
თელავი
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი