- ტორპედო 0:4 საბურთალო
- წითელი ბარათი და 2 პენალტი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის ტორპედომ საკუთარ არენაზე საბურთალოს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
თემურ შალამბერიძის გუნდმა აღნიშნულ დაპირისპირებაში რიცხობრივი უპირატესობა შეხვედრის მე-11 წუთზე მიიღო, როცა მოედნიდან გურამ ადამაძე გააძევეს, ხოლო ტორპედოს კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად საბურთალოს კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა შეასრულა. ორი წუთი დასჭირდა დედაქალაქურ კლუბს იმისთვის რომ უპირატესობა ორამდე გაეზარდა. ამჯერად ქუთაისელთა კარი გიორგი გულიაშვილმა აიღო. პირველ ტაიმში საბურთალომ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა მეტოქის კარში. ისევ თერთმეტმეტრიანი, რომელიც ბექა ქავთარაძემ შეასრულა და შესვენებაზე გუნდი სამბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მატჩის მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა, რომლის ავტორიც ისევ ბექა ქავთარაძე იყო. 21 წლის ფორვარდმა საკუთარ აქტივში დუბლი მიითვალა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ ტორპედოს 5 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, საბურთალო კი 12 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. შეინარჩუნებს თუ არა გუნდი არსებულ მოცემულობას კონკურენტების შდეგებზეა დამოკიდებული.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი