- ბათუმის დინამო 2:0 ქუთაისის ტორპედო
- ბათუმის დინამოს წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სასტარტო ოთხ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრის შემდეგ ბათუმის დინამომ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. მე-6 ტურის შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისის ტორპედოს ორბურთიანი სხვაობით სძლია.
დაპირისპირებაში ანგარიში ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა 35-ე წუთზე გიული მანჯგალაძის საგოლე გადაცემით გახსნა. მეორე ბურთი კი მატჩის მიწურულს თავად მანჯგალაძემ გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
6 ტურის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე, ხოლო ქუთაისის ტორპედო კი 5 ქულით მე- 8 პოზიციას იკავებს.
- მერანი 1:2 სამტრედია
- სამტრედიას პირველი გამარჯვება
პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა სამტრედიამ. კახი კაჭარავას გუნდმა გასვლაზე მერანი დაამარცხა ანგარიშით 2-1. შეხვედრაში ანგარიში დედაქალაქელებმა მე-7 წუთზე წუთზე გახსნეს თევზაძის მიერ გატანილი გოლით.
დაპირიაპირების მეორე ნახევარში თამაშის სცენარი მთლიანად შეიცვალა. სტუმრებმა უპირატესობის მოპოვება და ორი გოლის გატანა მოახერხეს. გოლები შოთა კერძევაძემ და ნიჯატ ყურბანოვმა შეაგდეს.
სამტრედიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის არსებული 8 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. 3 ქულა აქვს მერანს და გათამაშების ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ