- საბურთალო 0:0 ლოკომოტივი
- ჭიაბრიშვილმა ყოფილ გუნდთან არ წააგო.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა საბურთალოსა და ლოკომოტივს შორის გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივთან ერთად პირველი ქულა მოიპოვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდებმა თითო მწვავე მომენტი მაინც გაცვალეს. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა უხშირეს შეტევებს და სტუმრებს სულ უფრო უჭირდათ მათი შეტევების მოგერიება.
მატჩის ფინიშზე ლოკომოტივი სულაც კაცნაკლული დარჩა - არბიტრმა უხეშობისთვის სანდრო გურეშიძე გააძევა. ათნი დარჩნენ საბურთალოელებიც, რადგან ამავე ეპიზოდში დაშავებულმა გიორგი კოხრეიძემ თამაში ვეღარ გააგრძელა. ანგარიში აღარ შეცვლილა - 0:0.
6 ტურის შემდეგ საბურთალოს 9 დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. 8-ქულიანი ლოკომოტივი კი მეექვსე პოზიციას იკავებს.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი