- თელავი 2:0 ჩიხურა
- თელაველებს 6 ტურის შემდეგ, 9 ქულა დაუგროვდათ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტური თელავისა და ჩიხურას დაპირისპირებით გაიხსნა. საბურთალოსთან წაგებული შეხვედრის შემდეგ რევაზ გოცირიძის გუნდმა ისევ მოიპოვა გამარჯვება. თელავმა საჩხერის ჩიხურას 2:0 მოუგო.
მასპინძლებმა მეტოქეს გოლი თამაშის დებიუტშივე გაუტანეს. მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და თამაშის პირველ ნახევარში რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახრხეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა. მასპინძლებმა ჩიხურას ფეხბურთელებს სივრცეები შეუზღუდეს და შესაბამისად ვახტანგ თურმანიძის გუნდი თავისუფლად ვეღარ გადადიოდა მეტოქის ნახევარზე. მატჩის მიმდინარეობიდან და სახიფათო მომენტებიდან კარგად იკითხებოდა, რომ თელავის მხრიდან მეორე გოლის გატანა დროის საკითხი იყო. მატჩის 84-ე წუთზე მასპინძელთა ლეგიონერმა ჩუკვურამ საჩხერელთა კარი აიღო და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
6 ტურის შემდეგ თელავმა 9 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. საჩხერის ჩიხურა კი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი