- მერანი 0:2 ტორპედო
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტური ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს მერანი და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. ამ დრომდე ორივე გუნდი იმ კლუბთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც ჩემპიონატში თამაში არ ჰქონდათ მოგებული. ქუთაისელებმა აღნიშნულ შეხვედრაში გაიმარჯვეს და შესაბამისად მოუგებელ გუნდთა რიგები დატოვეს. მეოთხე ტურის შეხვედრა პრაქტიკულად სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ანგარიში 32-ე წუთზე ივან ბობკოს მიერ გატანილი გოლით გახსნა. მეორე ბურთი მერანელთა კარში გიორგი ფანცულაიამ შეაგდო და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა. დარჩენილ დროში მოედანზე მასპინძლებისთვის სასარგებლო არაფერი მომხდარა. შესაბამისად მერანმა სეზონში პირველი თამაში წააგო.
4 ტურის შემდეგ მერანს აქტივში 3 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს, ქუთაისის ტორპედომ კი 4 ქულით მეშვიდე ადგილამდე აიწია.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი