- ტორპედო 2:2 ჩიხურა
- შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დუბლის გატანით ტორპედოს ქულა გადაურჩინა
ქუთაისის ტორპედომ 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი, დღეს საჩხერის ჩიხურასთან მატჩით განაახლა, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა. რამაზ შენგელიაზე ანგარიში ჩიხურას გიორგი ბუხაიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი კორიფაძის მიერ დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა, ხოლო აქედან ზუსტად 1 წუთში ჩიხურამ ანგარიშის გაზრდა შეძლო. შოთა გვაზავამ გამოსვლაზე დემეტრე ბულისკერიას შეცდომით ისარგებლა და 49-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის ბედი 57-ე წუთზე, მოედანზე ქუთაისელთა უკრაინელი ლეგიონერის - ვიტალი პონომარის ნაცვლად შესულმა გიორგი ფანცულაიამ გადაწყვიტა, რომელმაც დუბლის გატანა შეძლო. ორივე გოლი ფანცულაიამ გიორგი ივანიშვილის პასით გაიტანა და ბოლო წუთზე ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ქულა მოაპოვებინა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი