- პირველი ტური თბილისური დერბით განახლდება
- საბურთალო ნონიკაშვილით გაძლიერდა, მერანის ნიქაბაძე კი ბათუმის დინამოში ითამაშებს
ეროვნული ლიგა ხუთშაბათს, 25 ივნისს საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩით განახლდება. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ეროვნული ჩემპიონატში მომხდარ სატრანსფერო ცვლილებებს.
საბურთალომ გორის დილას და ჩიხურას ყოფილი შემტევი - ლევან ნონიკაშვილი დაიმატა, ხოლო გორელები ირაკლი ლექვთაძეთი გაძლიერდნენ.
ცვლილებები მოხდა ბათუმის დინამოს შემადგენლობაში, ბათუმელთა ფორვარდმა - ნიკა საბანაძემ კარიერა დაასრულა. კლუბმა დღეს ახალი შემტევი წარადგინა - გიორგი ნიქაბაძე, რომელიც გულშემატკივარს თელავში და თბილისის მერანში თამაშით ახსოვს.
"კარგი სეზონი მქონდა და გოლებიც გავიტანე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი კარიერის პიკი. მთავარი და ყველაზე საინტერესო წინ მელოდება. ასე რომ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და მიზნებიც ამბიციური მაქვს." - ამბობს ნიქაბაძე.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი