- ჩემპიონატში რამდენიმე ახალი ლეგიონერი გამოჩნდა...
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრანსფერები - ზამთარი 2020
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა, რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა, რამდენიმე კი ახალი გამოჩნდა. თბილისის დინამომ 26 წლის სლოვაკი ფლანგის შემტევი - ფილიპე ორშულა დაიმატა, ასევე 27 წლის ტოგოელი საყრდენი - საიმონ ბენიო.
ცვლილებებია საბურთალოში, გუშინ კლუბმა 3 ახალი ლეგიონერი წარადგინა - ჟულიუს ბლიკი (ნედერლანდები), ჟეროენ ლუმუ (ნედერლანდები) და ჟარდელ როდრიგეს ნაზარე (პორტუგალია). "სამივე მათგანს კარგი საფეხბურთო კარიერა აქვს და მაღალ დონეზე უთამაშიათ." - განაცხადა კლუბის აღამასრულებელმა დირექტორმა - კახა კაშიამ.
ბათუმის დინამო დატოვა გაბრიელ რამოსმა, თუმცა გია გეგუჩაძის კლუბმა ახალი ბრაზილიელი - 17 წლის ჟულიო ვინისიუს სოუზა დაიმატა, რომლის მიმართ ინტერესი კლუბის პრეზიდენტის - არჩლ ბერიძის თქმით არაერთ ევროპულ კლუბს ჰქონდა, მათ შორის ანდერლეხტს, სტანდარტს და რომას. სინჯებზე იმყოფებიან 30 წლის ასევე ბრაზილიელი - რეინალდო რომელსაც სხვადასხვა დროს ანდერლეხტში, ყარაბახში, აქტობეში უთამაშია და ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა, რომელსაც ნიგერიის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული.
სტატია განახლებადია...
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი