- დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია
- თბილისელებმა ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ მოიგეს!
თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში დინამო არენაზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე - 2:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით თბილისის დინამომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ საჩემპიონო ტიტული დაიბრუნა. შეხვედრაში ანგარიში 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა - ლევან კუტალიამ გახსნა.
ლევან კუტალია: "ყველას ძალიან გვიხარია დღევანდელი გამარჯვება და მეჩვიდმეტე ტიტული. ვიტ-ჯორჯიას მინდა მადლობა გადავუხადო, გუნდი ფაქტიურად გავარდნილი იყო ჩემპიონატიდან და დღეს ბოლომდე იბრძოლეს, მადლობა მათ ამისთვის. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანა."
გიორგი ზარიას შესანიშნავი გარღევევის და პასის შემდეგ, ვიტ ჯორჯიას კარი მეორედ დინამოს სენეგალელმა ლეგიონერმა - არფან დაფემ აიღო და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩისკო მუნიოსი: "მადლობა მთელ გუნდს, ფეხბურთელებს, პერსონალს, გუნდის პრეზიდენტს - რომან ფიფიას. მძიმე წელი გამოდგა, თუმცა დინამო მუშაობს, დინამო იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. ემოციურად და სპორტულად მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მოგება შევძელით - ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს!"
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი