კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

თელავმა ბარსელონას ყოფილი წევრი დაიმატა - 23 წლის ნახევარმცველი კლუბში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს

  • თელავმა კამერუნელი ლიონელ ენგუენე წარადგინა
  • 23 წლის კამერუნლი 2015-2016 წლების სეზონში ბარსელონას B გუნდის წევრი გახლდათ

თელავის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის, 23 წლის კამერუნელი - ლიონელ ენგუენე წარადგინა.

"ლიონელ ენგუენემ ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 2007-2015 წლებში ბარსელონას აკადემიაში ვარჯიშობდა.

2015-2016 წლების საფეხბურთო სეზონი ბარსელონა B-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ ანთალიასფორს მიაშურა (6 მატჩი).

2016-2017 წლების სეზონისთვის ლიონელ ენგუენე "ბარსელონამ" მესამე დივიზიონის კლუბ "ლუგოში" გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ "ლეიშოეშში" ჩაატარა 2 მატჩი

ლიონელ ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი 3 მატჩი და მან ბარსელონას შემადგენლობაში 2013-2014 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო."

თელავის ახალწვეული, გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.