თბილისის დინამო 2:1 ქუთაისის ტორპედო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა გათამაშების ცხრილში ლიდერი შეცვალა. თბილისის დინამომ ტორპედოსთან გამართული შეხვედრა ანგარიშით 2-1 მოიგო და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. დაპირისპირება ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ტორპედოელთა კარი მე-20 წუთზე ლევან კუტალიამ აიღო. დინამოს თავდამსხმელმა მატჩის პირველ ნახევარში თავისი ყოფილი გუნდის კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და და დუბლი მიითვალა. მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, თუმცა სტუმრებმა გაცილებით მეტი სახიფათო მომენტის შექმნა შეძლეს. 63-ე წუთზე დინამო გაშვებულ გოლს ხოსე პერალესმა გადაარჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტორპედომ მაინც მოახერხა სიტუაციის დაძაბმა. სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. გატანილი გოლით თავი გიორგი კიკნაძემ გამოიჩინა.
33 ტურის შემდეგ თბილისის დინამომ 66 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზეა. ქუთაისის ტორპედო კი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.
გორის დილა 2:0 საბურთალო
მოულოდნელი შედეგით დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც გორის დილამ ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი საბურთალო მიიღო. მასპინძლებმა მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად დაამარცხეს. გიორგი ნემსაძის გუნდმა გამარჯვებულის ბედი დაპირისპირების ბოლო წუთებში გადაწყვიტეს. 86-ე წუთზე ანგარიში გია ჩადუნელმა გახსნა, ხოლო ორამდე უპირატესობა დამატებულ დროში მიკოლა კოვტალიოუკმა გაზარდა.
ამ დროისთვის გორის დილას აქტივში 41 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. საბურთალოს 61 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
არაგვი
მერანი მრ
სამტრედია
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913